გოჩა ენუქიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 98 499 ლარი შეადგინა, დეპუტატმა სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ნემსაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, გელა მამარდაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, შ.პ.ს ამჯ-ჯგუფმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და მიმდინარეობს ობიექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები.

"სოფელ აღვში ახლად რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება'', - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა