ბელგრადში “საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021" გაიმართა

სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში "საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი - საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021" გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდრა ბოჟიჩმა.

სერბეთში საქართველოს საელჩოს ოფისის ძალისხმევითა და ფესტივალის ორგანიზატორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამი ქართული მოდის სახლი, რომლებმაც სერბ აუდიტორიას ქართული ეთნო მოტივებით და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი კოსტუმები წარუდგინეს.

სპეციალურად ღონისძიებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად შეიქმნა მუსიკალური რგოლი, ხოლო წარმოდგენა გაიხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ,1991 წელს დამოუკიდებლობის აქტის მიღებისას გაჟღერებული ისტორიული ფრაზით: "აღსრულდა ნება ქართველი ერის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს."

ასევე, ნაჩვენები იქნა ცნობილი ქართველი ხელოვანის, ლადო გუდიაშვილის მიერ პირველი ქართული მოდის ჟურნალისთვის შექმნილი ესკიზების ვიდეო რგოლი.

საქართველოს საელჩოს ოფისის ინიციატივით, ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ქართული კუთხე, სადაც გამოფენილი იყო ქართული ხელნაკეთი და ხელნაწერი კერამიკა, ქართული ტიხრული მინანქრის ნაკეთობები და ქართული სუფრა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საელჩოს ოფისის სახელით გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტ სტუმარს ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცა.

ღონისძიებას ესწრებოდა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე, ტამარა ვუჩიჩი, რომლის საპატიო პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული ფესტივალი.

"ბელგრადის საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი" სერბეთისა და სტუმარი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე საზოგადოებაში მის შესახებ ცნობიერების ამაღლების იდეას ემსახურება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა