საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის კემეროვოს ოლქში, „ლისტვიაჟნაიას“ მაღაროში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის კემეროვოს ოლქში, „ლისტვიაჟნაიას“ მაღაროში 52 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 6 მაშველია.
მაღაროში ჩარჩენილი მეშახტეები და მათ გადასარჩენად შესული მაშველები ჟანგბადის ნაკლებობისა და მომწამვლელი აირების მაღალი კონცენტრაციის გამო დაიღუპნენ. კემეროვოს ოლქში 26 ნოემბერს სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.