პაატა იმნაძე - ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, პრობლემაა ის, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ არ იცრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ანტივაქსერულ განცხადებებს აქტიურ კამპანიას უპირისპირებს.

"პრობლემა იგივეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის",-განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, მან ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"მოქალაქეებს ვურჩევ, იყვნენ აცრილები, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია",-განაცხადა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა