„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შორის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ასათიანმა და ანრი ოხანაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ პარლამენტში წარდგენილი, ადვოკატის პროფესიასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა:

სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმომადგენლობა ექსკლუზიურად ადვოკატის მიერ; უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა; ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებების გაზრდა; სასამართლო ხარჯების სამართლიანი განაწილების პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე; სახელმწიფო ბაჟი ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დასამტკიცებლად საკანონმდებლო პროცედურები პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა