ჩვენ, რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, თუ რამდენად დაემთხვევა ოპოზიციის სამოქმედო გეგმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შეთავაზებულ გეგმას, არ იცის.
„ჩვენ, რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. რამდენად დაემთხვევა ის ნიკა მელიას შემოთავაზებულ გეგმას არ ვიცი. ჯერჯერობით რასაც ვხედავ ეს არის არათანმიმდევრულობა "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებებში, რომლებიც ჩემი აზრით, შედეგის მოტანის თვალსაზრისით, არცთუ ისე საიმედოა”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.