გურამ მაჭარაშვილი - უკვე მივედით იქამდე, რომ მედია აკონტროლებს გერმანიის ელჩის მეუღლე სად კითხულობს ლექციებს - არც ინტერესთა კონფლიქტზე და არც კორუფციაზე ბუნებაში არ შეიძლება იყოს საუბარი

გერმანიის ელჩის მეუღლის ლექციების წაკითხვით რომ დაინტერესდით, კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი საკითხები არის წესრიგში - აქ არც ინტერესთა კონფლიქტზე, არც კორუფციაზე ბუნებაში არ შეიძლება იყოს საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის შესახებ გერმანული გამოცემა Bild- ის სტატიის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი მედიასაშუალება საქართველოში ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ „თითქოს ქვეყანაში რაღაც უბედურება ხდება“.

„ის, რომ დიპლომატიურ კორპუსზე „ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის თავდასხმები იყო და არამხოლოდ დიპკორპუსზე, არამედ ჩვენს პარტნიორებზე, აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტზე და ა.შ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ის, რომ თქვენ დაინტერესდით გერმანიის ელჩის მეუღლის ლექციების წაკითხვით, ეს არის კარგი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი საკითხები არის წესრიგში და უკვე მივედით იქამდე, რომ მედია აკონტროლებს გერმანიის ელჩის მეუღლე სად კითხულობს ლექციებს და ამ უნივერსიტეტის დამფუძნებელი ვინ არის. ეს არის საკითხი, რომელიც ზოგიერთ მედიასაშუალებას უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში და ეს ყველა ხედავს, რომ არის არასერიოზული, აქ არც ინტერესთა კონფლიქტზე, არც კორუფციაზე ბუნებაში არ შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ კარგია, რადგან ამ საკითხით დაინტერესდით, ე.ი. დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, Bild-ის სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე.

„ქნირშს მუდმივად ადანაშაულებდნენ ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში მმართველი პარტიისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, რომელიც პარტიის უკან დგას.

გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებს:

ქნირში იცავდა ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან. 2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტში მიავლინა პოლიტიკოსი {სოფო კილაძე}, რომელიც განიხილება როგორც ჰომოფობად და უმცირესობების მოწინააღმდეგედ. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა, მაგრამ ქნირშს არ გაუკრიტიკებია საეჭვო დანიშვნა, არამედ მისი კრიტიკის საგანი გახდა სექსუალური უმცირესობების მტრისადმი გაჟღერებული თავად სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა,“- ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დიპლომატმა პატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხაზი გააგრძელა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმებით გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ჰუბერტ ქნირშმა, ოპოზიციონერთა მტკიცებით, მათ გარანტია მისცა, რომ შეთანხმების საფუძველზე, გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა, სამი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ ყოფილა.

Bild-ი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ დიპლომატმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგების აღიარება სწრაფად გადაწყვიტა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 20 ქალაქიდან 19-ში საკუთარი კანდიდატის გაყვანით.

რაც შეეხება ელჩის მეუღლეს ევა მარია ქნირშს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს.

„გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას. ერთი მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით“, - ნათქვამია სტატიაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა