თელავის ახალი მერის, ლევან ანდრიაშვილის პირველი სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ლევან ანდრიაშვილი მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.ლევან ანდრიაშვილი თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ და პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა წარუდგინეს.

ლევან ანდრიაშვილმა თელაველებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, მხოლოდ გუნდური მუშაობით და მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციით იქნება შესაძლებელი შედეგზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელება.

,,დღეს ოფიციალურად შევუდექი ჩემს საქმიანობას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო მშობლიური ქალაქის მერი. ჩვენ აუცილებლად ვიხელმძღვანელებთ თელავის ყველა მოქალაქის ინტერესებით, მათი პოლიტიკური გემოვნებების, ასაკის, სოციალური სტატუსისა თუ საქმიანობის მიუხედავად. ერთად შევქმნით გარემოს, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ განათლების და ღირსეული დასაქმების საშუალება ხოლო ბიზნესისთვის შეიქმნება განვითარების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგზე ორიენტირებული რეფორმებით და გუნდური მუშაობით ჩვენ ერთად შევძლებთ გავხადოთ უძველესი ისტორიის მქონე თელავი თანამედროვე ინფრასტრუქტურის ქალაქად”, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა