გია ვოლსკი - საგანგებოდ საინტერესოა ის სამუშაო, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა ჩაატარა

საკმარისი იყო დაძაბულობის თემა მოხსნილიყო, რაზეც სახელმწიფო მინისტრმა და მისმა აპარატმა იზრუნა, რომ დღის წესრიგში უკვე ისეთი საკითხები შემოვიდა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოადგება საგზაო რუკასაც და იმ ყოველდღიურ ურთიერთობებსაც, რომლებიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა იმ ხალხთან ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს, გიორგი ვოლსკიმ სახელმწიფო მინისტრის საქმიანობა შეაფასა:

„სახელმწიფო მინისტრის ფუნქციაა კოორდინაცია მოახდინოს ყველა სახელმწიფო უწყების ძალისხმევის და საგანგებოდ საინტერესოა ის სამუშაო, რაც ჩაატარა სახელმწიფო მინისტრმა, რათა გაანალიზოს სტრატეგია, განა იმიტომ რომ ის 2010 წელს შეიქმნა და ვიღაცას ვერჩით, რადგან ჩვენი წინამორბედები იყვნენ. დოკუმენტში ბევრი რაციონალურია ჩადებული, მაგრამ შეფასებითი სამუშაო რაც მინისტრის აპარატმა ჩაატარა, არის უშველებელი. ეს ყველაფერი გამოდგება იმისთვის, რათა საფუძველი შეუქმნას შემდგომ სტრატეგიულ გეგმას. ასევე მინდა შევეხო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიას, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია ერთნაირად არის წარმოდგენილი და ყველამ აღნიშნა, რომ ამ კომისიაში არ გვექნება დაძაბულობის და შეხლა-შემოხლის ის ხარისხი და სიმწვავე, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე სამწუხაროდ არსებობს.

წინა მოწვევის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღნიშნა, რომ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" არის ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება და მათ დოკუმენტს სრულფასოვნად მხარი დაუჭირა ჯერ კომისიის შეხვედრაზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე. ამ დოკუმენტში რაღაც ხარვეზები არსებობს, რასაც უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურად გავივლით. არის მეორე საკითხიც - სულ ახლახან გუდაუთის კოვიდ ცენტს დიდი რაოდენობის აღჭურვილობა მივაწოდეთ. მადლობაც მივიღეთ. სამწუხაროდ, ასე არ არის ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, რადგან იქ გაცილებით მძიმე რეჟიმია. მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება და სახელმწიფო მინისტრის ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი შეიკრას და ჩამოყალიბდეს საგზაო რუკა. ასევე უნდა აღვნიშნო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობები. შესანიშნავია! საკმარისი იყო დაძაბულობის თემა მოხსნილიყო, რაზეც სახელმწიფო მინისტრმა და მისმა აპარატმა იზრუნა, რომ დღის წესრიგში უკვე ისეთი საკითხები შემოვიდა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოადგება საგზაო რუკასაც და იმ ყოველდღიურ ურთიერთობებსაც, რომლებიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა იმ ხალხთან ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა