ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა

სოლოლაკში, ამაღლების ქ. N3-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალურად გამაგრება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.

„პროექტის მიხედვით, შენობის ფასადი აღდგა, საძირკველი და კედლები გამაგრდა. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყო. კარის ღიობები მოჩარჩოვდა, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისვა, ბზარები დამუშავდა და სპეციალური მასალით შეივსო. გარდა ამისა, სეისმური სარტყელი მოეწყო. ეზოში განახლდა შიდა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის გამარჯვებული კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე და გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ვინარჩუნებთ ისტორიული სახლების იერსახეს. მთაწმინდის რაიონში ბევრ საცხოვრებელ სახლს აქვს მსგავსი პრობლემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 18 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარი დაიხარჯა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა