ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიზებულია და ჯანმრთელობა გამოიყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად.
„ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს, ჩემი აზრით ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს. მე ასე ვხედავ, შეიძლება ვცდებოდე. დაისვა თუ არა კითხვა, რატომ უნდა მოხდეს პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა, დასვა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ეს კითხვა, რომ დაესახელებინათ ერთი სერვისი, რომელსაც პენიტენციური სისტემა ვერ აწვდის პატიმარს, მაშინვე პასუხის გასაცემად შეიკრიბა რაღაც ჯგუფი ლომჯარიას მხრიდან. ღმერთმა ქნას ობიექტური იყოს ეს დასკვნა, არ ვიცი, მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი, ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო ოპოზიციის მხარეს,"- განაცხადა დავითულიანმა.