ყოველწლიური კონფერენცია - "ქართველოლოგიის დღე" გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ნოემბერს, უესტმინსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ვირტუალურ ფორმატში ყოველწლიური კონფერენცია "ქართველოლოგიის დღე" გაიმართა.

უწყების ცნობითვე, წელს, რიგით 34-ე კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელმაც საქართველოსა და ბრიტანეთს შორის წარმატებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

„ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიმოიხილა საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისევე როგორც დამოუკიდებლობის წლებში ეკონომიკის განვითარების კუთხით არსებული გამოწვევები და მიღწევები.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პოზიტიური შედეგები. ასევე, წარდგენილ იქნა ინფორმაცია წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებისა და ეკონომიკის სექტორებში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ბრიტანეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პოტენციალის შემდგომ განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ "ქართველოლოგიის დღე" 1987 წელს, დოქტორ თამარა დრაგაძის ინიციატივით დაარსდა. ღონისძიება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უესტმინსტერის პროფესორების ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა