თინა ხიდაშელი - ხელისუფლების გაუთვლელი მოქმედებების ფონზე ვითარება არის ფეთქებადსაშიში და მძიმე

დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხდებოდა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგან არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რატომ არ შეესაბამებოდა ის მკურნალობისთვის საჭირო წესებს - გორის ჰოსპიტალს ქართული ჯარი იცავს და ეს განცხადება ქართული ჯარის შეურაცხყოფაზე გადის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მკურნალობისთვის გორის ჰოსპიტალი სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, განცხადება იმის შესახებ, რომ გორის ჰოსპიტალი პაციენტს სათანადოდ ვერ მოემსახურება, არასახელმწიფოებრივია.

„ფაქტობრივად, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხდებოდა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგან, პრაქტიკულად, არ არსებობს არცერთი არგუმენტი, ვგულისხმობ სტანდარტების თვალსაზრისით, რატომ არ შეესაბამებოდა გორის ჰოსპიტალი მკურნალობისთვის საჭირო წესებს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ეს საავადმყოფო ნებისმიერი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იყო, ამ თვალსაზრისით მას წუნი არ დაედება. მეორე საკითხი არის უსაფრთხოება. მე, პირადად სახელმწიფოებრივ შეურაცხყოფად ვიღებ, როდესაც გორის ჰოსპიტალზე ვინმე ამბობს, რომ იქ რომელიმე პატიმრის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. გორის ჰოსპიტალს იცავს ქართული ჯარი და ეს განცხადება ქართული ჯარის შეურაცხყოფაზე გადის. ეს არ დაამშვიდებდა სიტუაციას, რადგან ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ, ითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას და სრულიად ერთმნიშვნელოვანი არის, რომ ამ თვალსაზრისით, გორის ჰოსპიტალი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისივე ქმედებებით ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას:

„ვითარება არის ძალიან ფეთქებადსაშიში და მძიმე, ზუსტად ხელისუფლების გაუთვლელი მოქმედებების და მის მიერ საზოგადოების მუდმივი გამოწვევის ფონზე და არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რაღაც სასწაულს ჩაიდენენ ქუჩაში და ამით პრობლემას შეუქმნიან ქვეყანას. ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა ვერასოდეს, მითუმეტეს ისეთი, რომელიც ხალხმა გუშინ გაუშვა ხელისუფლებიდან, ვერ შეძლებს ქვეყანაში დაძაბულობის და დესტაბილიზაციის ისეთი ფონის შექმნას, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის, რომ არა ხელისუფლების მოქმედებები. შესაძლოა ისინიც კი გამოიყვანოს წყობიდან, რომლებიც პოლიტიკურად გუშინ მათი მხარდამჭერები იყვნენ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა