კახა ოქრიაშვილი - რევოლუცია უკვე დაიწყო ხალხის ტვინში

რევოლუცია უკვე დაიწყო ხალხის ტვინში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს რიგგარეშე არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის საბოლოო გამარჯვებით და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებით დასრულდება.

„სუს-იდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დასრულებული, დღეს ყველა ბევრს საუბრობს რევოლუციაზე. „ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ საქართველოში რევოლუცია არ მოხდება. მე კი მიმაჩნია, რომ რევოლუცია უკვე დაწყებულია ხალხის ტვინში. რევოლუცია დაიწყო 14 ოქტომბერს, როცა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე 60 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

რევოლუცია გაგრძელდა არჩევნების მეორე ტურში, როდესაც ყველა მსხვილ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ხოლო დედაქალაქში თანაბარი შედეგები დაიდო, მაგრამ ხელისუფლებამ მიითვისა და მოიპარა ეს არჩევნები! შედეგად, საზოგადოებამ დაძლია შიში და მიხვდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, რადგან გაყალბების, შიშის, მოსყიდვის მიუხედავად, პრაქტიკულად მთელ საქართველოში არჩევნებზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თანაბარი შედეგები დადო.

რევოლუცია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს ხალხის ტვინში, დასრულდება რიგგარეშე არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის საბოლოო გამარჯვებით და პირველად, საქართველოს ისტორიაში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებით.

დავდგეთ ერთად, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გაყალბებულის ნაცვლად, მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები!“, - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა