ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის წევრად წარდგენილი გიორგი ფანგანის ასარჩევად პლენარულ სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად, ფანგანი 80 ხმით აირჩიეს.
როგორც ითქვა, პირველი კენჭისყრის დროს, რომლის შედეგად ფანგანის კანდიდატურა ჩავარდა, სამი დეპუტატის: კახა კახიშვილის, ხათუნა კვიციანისა და ნიკოლოზ სამხარაძის ხმები ელექტრონულ სისტემაში არ აისახა.
სემეკის წევრის ასარჩევად 76 ხმა არის საჭირო. კენჭისყრის მიხედვით კი, ფანგანს კანდიდატურას ხმა 75 დეპუტატმა მისცა.