ირაკლი ქარსელაძე - თელავი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორია საქართველოს მასშტაბით „განახლებული რეგიონების“ პროგრამის შედეგები

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში თელავში მიმდინარე პროექტებზე პირველი შედეგები უკვე გვაქვს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შენობების კონკრეტული ბლოკები უკვე დასრულებულია და სამუშაოები კვლავ გრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ თელავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, თელავში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ქალაქში დაწყებულია თელავის შემოსასვლელ ქუჩებზე (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა) მდებარე შენობების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება. სამუშაოების მიმდინარეობას ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი გაეცნენ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ენერგოეფექტურობის ელემენტები, რაც უკვე განხორციელდა. სრულად გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯარები, რაც დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს ქუჩების ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც.

„თელავი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორია მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შედეგები“, -განაცხადა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

„პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

სამშენებლო სამუშაოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა