თინა ხიდაშელი - თუ პარლამენტიდან მიდის ეს ხალხი, ესე იგი საკრებულოებიდანაც მიდიან ხომ? - იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, რომლებმაც იომეს თითოეული მანდატისთვის, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა?

თუ პარლამენტიდან მიდის ეს ხალხი, მაშინ ბუნებრივად და ლოგიკურად დგება ეს კითხვა, აბა საკრებულოებში უნდა დარჩნენ? ესე იგი საკრებულოებიდანაც მიდიან ხომ, რომელშიც აგერ გუშინ აირჩია ხალხმა? მერე იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, რომლებმაც იომეს თითოეული მანდატისთვის, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა?, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ფრონტის ხაზი საკრებულოებში უნდა გადიოდეს.

„ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ეს ფრონტის ხაზი საკრებულოების სხდომათა დარბაზებში გადიოდეს, პოლიტიკურ ფრონტის ხაზს ვგულისხმობ ბუნებრივია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით შედეგები, წინ გვიდევს ეს შედეგები და შეგვიძლია, ელემენტარული ანალიზი გავაკეთოთ, გარდა იმ ექვსი საკრებულოსი, სადაც ისედაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, ასევე საკრებულოების უდიდეს უმრავლესობაში, მათ შორის თბილისში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სულ რამდენიმე ხმაზე კიდია. თბილისში მაგალითად სულ 5 მანდატით მეტი აქვს „ოცნებას“ . გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ბევრ სხვა საკრებულოში. აქტიური, ქმედითი ფრონტის ხაზის გაჩენის შემთხვევაში ძალიან ადვილია უმრავლესობა-უმცირესობის ადგილების ცვლილება, ადამიანების ჩამოშორება დღევანდელი უმრავლესობიდან.

ასე რომ, თუკი ვინმეს წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მასშტაბური ბრძოლაა დასაწყები, მაშინ მასშტაბურობა ამ ბრძოლის სწორედ იმას ნიშნავს, რომ თავის საკუთარ ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხონ და არა ისე, რომ კედლის ერთ მხარეს ჩვენ ვიდგეთ და მეორე მხარის ისინი და ერთმანეთის ხმა არასდროს გვესმოდეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა