ირაკლი აბესაძე - მათი პოლიტიკური დრო ამოწურულია

მათი პოლიტიკური დრო არის ამოწურული - თითოეული სიტყვის დასაცავად, თითოეული ადამიანის დასაცავად, ვისზეც ეს ხელისუფლება ძალადობს, პოლიტიკური ოპოზიცია თქვენი მხარდაჭერით, მზად არის თითოეულ ქალაქში თითოეული ხმისთვის იბრძოლოს და ეს ბრძოლა მიიყვანოს წარმატებამდე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაწყებული ბრძოლა, მივიდეს ბოლომდე.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მიღებულ თითოეულ ხმას ოპოზიცია დაიცავს.

„უკვე წლებია ქართული საზოგადოება იმყოფება ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან. წლიდან წლამდე ეს ბრძოლა ძლიერდება და ქართული საზოგადოებაც ძლიერდება. არჩევნებზე პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვაჩვენეთ კიდევ უფრო მეტი ძალა ერთიანობის და იმ კოალიციის, რომელსაც უფრო მეტმა ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მხოლოდ თბილისში 226 ათასზე ადამიანმა, ფაქტობრივად, საზოგადოების უმრავლესობამ, მხარი დაუჭირა ამ კოალიციას და რა თქმა უნდა, შეუძლებელია შესრულდეს ის გეგმა, რომ დაგასრულონ თქვენ, გაგაქრონ თქვენ და უარი თქვან, თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები. მათი პოლიტიკური დრო არის ამოწურული. იქ, სადაც ხალხს ეშინია ხელისუფლების, იქ არის ტირანია და იქ, სადაც ხელისუფლებას ეშინია ხალხის, არის თავისუფლება. არ მგონია, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების საკითხი არ იყოს, რომ ხელისუფლების კარიკატურას არ შევაშინებინოთ თავი და ვაჩვენოთ თავისუფალი საზოგადოების ძალა. ამიტომ, თითოეული სიტყვის დასაცავად, თითოეული ადამიანის დასაცავად, ვისზეც ძალადობს ეს ხელისუფლება, პოლიტიკური ოპოზიცია თქვენი მხარდაჭერით, თქვენი გვერდში დგომით, მზად არის თითოეულ ქალაქში თითოეული ხმისთვის და საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისთვის, იბრძოლოს და ეს ბრძოლა მიიყვანოს წარმატებამდე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას