ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ვაზისუბნის 62-ე უბანზე ელექტროენერგიის გათიშვა მოკლე ჩართვის გამო მოხდა. ამის შესახებ ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ელექტროენერგიის გათიშვას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.
„ელექტროენერგია გამათბობლის ჩართვის გამო გაითიშა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
ამავე უბანზე ნიკა მელიას ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.