მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარების ახალ რელსებზე გადასვლას და უარი უთხრა იმ ჭაობს და გაჩერებულ ქვეყანას, რომელშიც 9 წელია ვიმყოფებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, ყველა უბანზე ამომრჩევლის ნება მტკიცედ უნდა იყოს დაცული.
"დღეს კოალიციური ხელისუფლების გამარჯვება ნიშნავს ხვალინდელ უკეთეს დღეს საქართველოსთვის, თუმცა ამ გამარჯვებას სჭირდება ქაღალდზე გადატანა და იმ ოქმებში ასახვა, რომლებიც საარჩევნო უბნებმა უნდა შეადგინონ. ძალიან მშვიდად და მტკიცედ უნდა იყოს ამომრჩევლის ნება დაცული. აბსოლუტურად მზად ვართ თითოეულ უბანზე დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ნება და ხმა. დარწმუნებულები ვართ, რომ 2-3 საათში უკვე საოლქო კომისიებს მოუწევთ გამოაცხადონ კოალიციური ერთიანობა", - განაცხადა აბესაძემ.