შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაზისუბანში #62-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი.
„პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა.
ცნობისთვის, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
ამავე უბანზე ნიკა მელიას ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.