ირაკლი კობახიძე - სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია

სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც უბანზე შუქის ჩაქრობას მოჰყვა.

კობახიძის თქმით, მსგავსი ფაქტი ნიკა მელიას მონაწილეობით პირველად არ ხდება. მისივე თქმით, სამწუხაროა, ასევე მსგავს ქმედებაზე არაჯანსაღი რეაგირებაც.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პროვოკაცია მოხდა და ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ ან მეათედ. ეს მოხდა მეოცედ მგონი. სადაც არის მელია იქ არის პროვოკაცია და ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეაგირებაც რა თქმა უნდა, არის სამწუხარო. აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას, როგორც პროვოკატორებს, მაგალითად მელიას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, ასევე, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ასეთ პროვოკაციებს და არ მოახდინონ არაჯანსაღი რეაგირება ასეთ პროვოკაციებზე. სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა გვჭირდება. ვიგებთ 20-ვე მუნიციპალიტეტს, დანარჩენი ახლა საჭიროა სიმშვიდე და საჭიროა, რომ კომისიებმა ბოლომდე მიიყვანონ სამუშაო, დაითვალონ ხმები", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე შუქის ჩაქრობის ფაქტი პროვოკაციის მოწყობის საბაბად გამოიყენა თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„შუქის ჩაქრობას რაც შეეხება, ასეთი რამ ხდება ხოლმე, როდესაც 1830 უბნიდან ერთ უბანზე ქრება შუქი, ამას სჭირდება ის, რომ მოეკიდო მშვიდად. შეიძლება დაინტერესდე, გადაამოწმო ყველაფერი, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს პროვოკაციის მოწყობის საფუძველი. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნიკანორ მელიამ, ცნობილმა პროვოკატორმა გამოიყენა საბაბად პროვოკაციის მოწყობისთვის, რაც არის სამარცხვინო საქციელი. ეს კიდევე რთხელ მოწმობს, რომ „ნაცობა“ არის სირცხვილი და „ნაცობა“ უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. ამასთან, იმ დროს, როცა ნიკა მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მას მოქალაქემ ხელი დაარტყა. აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა