გადავიწიოთ და ვილაპარაკოთ - წაგებული გაქვს არჩევნები და ტყუილად ნუ აპირისპირებ ამ ხალხს ერთმანეთს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, სადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დავითულიანი მელიას მოუწოდებს, ტერიტორიიდან გავიდნენ და ისე ისაუბრონ.
„აქ ჩვენ ჩხუბისთვის ხომ არ ვართ?! გადავიდეთ. გამოდი, გადავიწიოთ, მხარდამჭერებს ნუ დავუპირისპირებთ ერთმენთს, გადავიწიოთ და ვილაპარაკოთ. წაგებული გაქვს არჩევები და ტყუილად ნუ აპირისპირებ ამ ხალხს ერთამენთს“,- განაცხადა დავითულიანმა.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
დაპირისპირება ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გრძელდება.