ბექა დავითულიანი - მოვარდა ნიკა მელია და შუქის შემთხვევით ჩაქრობის მიზეზით ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი

მოვარდა ნიკა მელია, რომ მოგებული უბანი გააუქმოს და შუქის შემთხვევით ჩაქრობის მიზეზით ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ვაზისუბნის ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია თბილისის მასშტაბით აგებს არჩევნებს.

„მთელ თბილისში აგებს და რა მნიშვნელობა აქვს ერთ უბანზე პროვოკაციის მოწყობას და ჩხუბისკენ გაქაჩვას,“- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, რამაც ხმაური გამოიწვია. ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ასევე ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარი.

დავითულიანის ინფორმაციით, როგორც მას უთხრეს, შუქი მოკლე ჩართვის გამო ჩაქრა, ხოლო ადგილზე მისული აგრესიული ადამიანები ნიკა მელიას მხარდამჭერები იყვნენ. ჟურნალისტის დაზუსტებაზე, როგორ დაარტყამდნენ მელიას მისივე მხარდამჭერები, დავითულიანი აცხადებს, რომ მასაც დაარტყეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა