მედიის მიმართ ძალადობის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი - ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული ორგანიზებული ძალადობა

ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული, დეკლარირებული, ორგანიზებული ძალადობა, - ამის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტის, მაკო ჯაბუას ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის უნდა გადაეცეს.

„ბრალდების მხარეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტი აქვს მოპოვებული. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა 5 ივლისს კარგად აღბეჭდეს დღის მიმდინარეობა, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული, დეკლარირებული, ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორებისთვის ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, სახალხო დამცველის შესაბამისი რეკომენდაციაც გაცემულია, ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს და პროკურატურის მხრიდან ვერ ვხედავთ გადამჭრელ ზომებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ამ საქმეზე დანაშაულის ორგანიზატორებისთვის. რაც შეეხებათ ცალკეულ შემსრულებლებს, მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, დღეს წინასასამართლო სხდომაა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას გადააგზავნოს არსებით განხილვაზე თუ არა",- განაცხადა კახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას