საქართველოს ტექნიკური უნი­ვერ­სი­ტეტის რექტორი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნი­ვერ­სი­ტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ადმი­ნის­ტრაცია ღვაწლმოსილ მეცნიერს, მრავა­ლი ჯილდოსა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერს, რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

დიდია ბატონი რევაზის ღვაწლი ენერგეტიკის დარგის განვითარებაში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იყო სახელმ­წიფო დეპარტამენტის “საქმთავარენერგოს” უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული სათბობ-ენერგეტიკული კომპლე­ქ­სის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი, მთავარი სახელმწიფო კოორდინატორი, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი წარმომადგენელი; საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მე-5 და მე-9 მოწვევის წევრი.

ბატონი რევაზი იყო “თბილსრესის” მე-9 და მე-10 ენერგობლოკების სახელმწიფო მიმღები კომისიის და ენგურჰესის ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო კომი­სიის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის, “კავკასიონის” აღდგენით სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით დამუშავდა “საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის” პროექტი, საქართველოს კანონი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” და არაერთი კანონპროექტი, რომელთა მიღებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში.

ის ხელმძღვანელობდა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულ­ტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს.

1994 წლიდან არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი; მეცნი­ერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ნამ­დვილი წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, ენერგეტიკის ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური საბჭოს ექსპერტი.

1997 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი “ენერგია” და დღემდე მისი სარედაქციო კოლეგიის წევრია. არის 100-ზე მეტი სამეც­ნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.

ვუსურვებთ ბატონ რევაზს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს სამეცნიერო მოღვაწეობაში, ჩვენი ქვეყნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას