თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წელს, მსოფლიო საზოგადოება, გენიალური იტალიელის, უზენაეს პოეტად აღიარებული დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, დანტე ალიგიერის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, დანტე ალიგიერის საფოსტო მარკა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით გამოიცა. მარკაზე ასახულია სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული პოეტის გრაფიკული გამოსახულებაა.

ფოსტის ცნობით, პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე.

„ასევე, ღონისძიებაზე გაიმართა დანტეს „ახალი ცხოვრების“ ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში იტალიის საილჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.

მნიშვნელოვანია, რომ მარკა ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა