რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სოფელ ბარდნალის მოსახლეობას, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, გიორგი ნემსაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური პროგრამები "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობის მხარდაჭერით მორიგი ღირსეული გამარჯვება მოიპოვონ.
,,ჩვენი მთავარი მიზანია ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას საზოგადოების მიერ გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ და ფართომასშტაბიანი სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, აქტიურად გავაგრძელოთ.
დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ლეჩხუმის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება'', - აცხადებს გოჩა ენუქიძე.