რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ლეჩხუმში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რაჭა - ლეჩხუმ - სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დეპუტატი დღეს ჩხუტელში, ცაგერის მერობის კანდიდატთან, გიორგი ნემსაძესთან ერთად ყურძნის ჯიშის, ,,ოჯალეშის" რეალიზაციის პროცესს გაეცნო.
გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, სახელმწიფო მარანი-კომპანია ,,აკურა"(სახელმწიფო მარანი) და კერძო კომპანიები ოჯალეშს ორ ლოკაციაზე, ჩხუტელსა და ორბელში იბარებენ.
ყურძნის ჩაბარებისას მევენახეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს ვენახების კადასტრიდან ვენახის ამონაწერი.
''სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივ მევენახეებს, ამიტომ გლეხებს მიღებული მოსავალის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ'',-აცხადებს გოჩა ენუქიძე.