კოჯორში, აზეულას ქუჩაზე  მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები განთავსდა. მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდა და ახალი ნარგავებიც გაშენდა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და გამგეობის თანამშრომლები გაეცნენ.

„მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვლილი. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში კი, მთლიანად განახლდა. აღნიშნული ტერიტორიით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე დამსვენებლები“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 737 ლარი გამოყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა