ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა გახსნა, რომელსაც მერიის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ლენტეხის რაიონული ჯანდაცვის ცენტრის მედ - პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ვაქცინაციის პროცესის არის საინფორმაციო კამპანია, ცნობიერების ამაღლება, სანდოობის შექმნა, რაც წინ უნდა უძღოდეს ვაქცინაციის პროცესს.
ამ მიზნით ჩვენს მუნიციპალიტეტში მოწვეული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ირაკლი ქარსელაძე.
მასობრივი ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმის, რომ კოვიდ-19 ინფექცია დავამრცხოთ. უნდა დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია - პოპულარიზაცია ვაქცინაციის”, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.