ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის  რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებია. ამ წუთებში მინისტრი, კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

,,შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებიან, მათ შორის არიან: ლევან რატიანი, დავით გაგუა, ივანე ჩხაიძე, მარინა ეზუგბაია და სხვ.

გარდა ამისა, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა