ირაკლი ქარსელაძე - “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბაღდათში ორი ცენტრალური ქუჩის ურბანული განახლება მიმდინარეობს

“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბაღდათში ორი ცენტრალური ქუჩის ურბანული განახლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაღდათში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ქარსელაძის თქმით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ბაღდათში მიმდინარე პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ხორცილდება როგორც შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტები, ასევე სხვა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ელემენტების შეცვლის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ ენერგოეფექტურ, გამართულ, მოწესრიგებულ გალამაზებულ შენობებსა და გარემოს“, - განაცხადა ქარსელაძემ.

პროგრამის ფარგლებში, ბაღდათში აქტიურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების, ასევე ბაღდათის სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.

მინისტრის თქმით, პროექტის ისე არის შედგენილი, რომ შენარჩუნებულია ბაღდათისთვის დამახასიათებელი აუთენტური და ტრადიციული ელემენტები.

„მნიშვნელოვანია, რომ იგივე პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება ბაღდათის ისტორიული სკვერის და მიმდებარე ტეროტირიის პარკად გადაქცევის სამუშაოები, რომელიც იქნება დატვირთული, ფათობრივად, ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო ფუნქციური ელემენტებით. ეს სკვერი ნამდვილად იქნება ბაღდათელებისთვის ოჯახთან ერთად დროის გასატარებელი საყვარელი ადგილი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა