გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარის ბიური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბანში საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად მოინახულა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს ,,ამბროლაურის ავტოგზა 10" ასრულებს.

3 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი გარდამავალია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და სრულად 2022 წლის ივლისში დასრულდება.

"პროექტის ჯამური ღირებულება 1 212 000 ლარს შეადგენს და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით გადაადგილებას უზრუნველყოფს'' , - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა