ვანო მაჭავარიანი ოპოზიციის „ჩრდილოვან კაბინეტზე“ - ეს გაერთიანება უნდა იყოს საშუალება, ოპოზიციური ამომრჩეველი დარწმუნდეს, რომ არჩევნების მეორე ტურზე მისვლას აზრი აქვს

ყველაზე მნიშვნელოვანი არის მეორე ტური და სწორედ, ეს გაერთიანება უნდა იყოს საშუალება იმისა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი დარწმუნდეს, რომ არჩევნების მეორე ტურზე მისვლას აზრი აქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის მთავრობის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად არსებობს შესაძლებლობა და რესურსი, რომ კოალიციური მთავრობა შედგეს.

„ერთიანობა მნიშვნელოვანია. ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რეალურად რამდენად იმუშავებს, ეს ყველაფერი უნდა აჩვენოს ოპოზიციამ და დამოკიდებულია ყველაზე და არა მხოლოდ ნიკა მელიაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის მეორე ტური და სწორედ ეს გაერთიანება უნდა იყოს საშუალება იმისი, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც საკმაოდ ბევრია, დარწმუნდეს იმაში, რომ არჩევნების მეორე ტურზე მისვლას აზრი აქვს. მათი ხმა იქნება გათვალისწინებული და დარჩენილი დრო სწორედ, ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ პარტიებმა და მაქსიმალურად მეტი ხმა უნდა მოიპოვონ ამ კოალიციური ერთობის წარმოდგენით. ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები როგორ ააწყობენ საარჩევნო კამპანიას, ურთიერთობას და რაც ყველაზე მთავარია, ნუ ჩაიკეტებიან თავიანთ ნაჭუჭში, უნდა ელაპარაკონ საზოგადოებას, უნდა ელაპარაკონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მედიას, ამომრჩევლებს, მათ პარტიულ აქტივს, ნეიტრალურ ამომრჩევლებს, რომ აჩვენონ, რომ კოალიცია არის ყველასთვის და არა მხოლოდ მათი პარტიული აქტივისთვის.

კოალიციური მმართველობა შედგება თუ არა ეს დამოკიდებულია ნიკა მელიაზე და გუნდზე - ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და სადაც ამის შესაძლებლობა არ არის ეს არის „ქართული ოცნება“, რომელსაც დაემართა „ნაციონალური მოძრაობა“ 2011, ჩაიკეტა თავის რეალობაში - მე და ჩემიანები და დანარჩენი ქვეყანა მისთვის უცხო გახდა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა 2012 წლიდან, მოხდა ბევრი რამის გადაფასება, ცვლილებები და ის რაც ვნახე, მათ შორის წარდგენილი კანდიდატები და ფორმა, იძლევა იმის იმედს, რომ ეს პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელიც მის გარშემო შეიკრიბა არ იქნება საზოგადოების დაპირისპირების წყარო, არამედ მაქსიმალურ შეეცდება საზოგადოების გაერთიანებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მთავრობაში თანამდებობები ასე გადანაწილდება:

თბილისის მერის მოადგილეები - მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი;

შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი;

შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა;

მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი;

იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა;

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა;

ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;

თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;

თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი.

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე;

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე,

ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი;

ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე;

საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე;

ისნის გამგეობა - ლანა გალდავა;

სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე;

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;

მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა