ელენე ხოშტარია - კოალიციური მთავრობა არის შანსი, ყველა ადამიანის ინტერესი იყოს გათვალისწინებული, აღარ დავუშვათ შეცდომები და ერთმანეთი ვაკონტროლოთ - ჩვენი ამოცანაა არა ვინმეს განადგურება, არამედ გამარჯვება

„დროას“ ლიდერის და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერის მოადგილის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა არის შანსი, რომ შეცდომები აღარ დაუშვან.

როგორც ხოშტარიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე საზოგადოების დაკვეთა სწორედ მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობაა.

„ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ისტორიულ ეტაპზე საზოგადოების მთავარი დაკვეთა არის არა ერთპარტიული, არამედ მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა. ეს არის შანსი, რომ ყველა ადამიანის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ეს არის შანსი, აღარ დავუშვათ შეცდომები და ძალაუფლებაში ერთმანეთი ვაკონტროლოთ. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც პირველ ტურზე, ისე მეორე ტურზე კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობით, ბრძოლით, საქმის კეთებით და თავდადებით, გვინდა თბილისის მოქალაქეებს ეს არჩევანი შევთავაზოთ. დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, სადაც თბილისის ყველა მოადგილე საკუთარ თავს იპოვის. ჩვენი ამოცანა არის არა ვინმეს განადგურება, არამედ გამარჯვება და დიდი ეროვნული თანხმობა, რომელიც ქალაქის და ქვეყნის განვითარების წინაპირობა იქნება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა წარადგინა. მერის მოადგილეობის კანდიდატებად მელიამ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, და ირაკლი აბესაძე დაასახელა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა