ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის მოადგილეები ასევე ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძის გარდა, ​მოადგილეობის კიდევ სამი კანდიდატი - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.

ნიკა მელიას თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს დიდი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში, რომლებიც ქვეყნის მომავალი არიან.

„ამ ადამიანს ყველაზე ბევრი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენი მოამავალია და რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თბილისში ცხოვრება და დასაქმება უხაროდეთ“,- განაცხადა მელიამ.

ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზეა.

„ეს ადამიანი დამატებით ბევრ რამეს უზრუნველყოფს თბილისის საკეთილდღეოდ. მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ თუ ჩვენ დავმარცხდით, საკადრო წმენდა იქნებაო. არავინ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ამას. არ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იტყვიან, რომ დიახ, მისთვის მოვდივართ მერიაში, რომ თქვენ გაგყაროთ. მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც არის, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურა (გირჩი) ჯაფარიძე და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ამას არ გამაკეთებინებს, ვერც გავაკეთებ. მართვის ეს მოდელი სწორედ ამით განსხვავდება იმ მოდელისგან, რაც გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე. რიგითობით ჩემზე წინ მიდის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე “,- განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ირაკლი აბესაძეს, ნიკა მელიას თქმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თბილისის მთავრობების ისტორიაში.

„მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარია. ადამიანი, რომელიც ძალიან კვალიფიციურია, მას საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თბილისის მთავრობების ისტორიაში. ბევრი რამ გაუკეთებია, ბევრ რამეს კიდევ ძალიან მალე გააკეთებს“, - განაცხადა მელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა