თინა ხიდაშელი - „ოცნებას“ რწმენა ჩამოუყალიბდა, რომ მისი ამომრჩეველი არ არის კმაყოფილი საქართველოს აშშ-სთან ინტეგრაციით, არ არის ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე, ამიტომ, რაც ნაკლებს ილაპარაკებენ ამაზე, ჰგონიათ მეტი მხარდაჭერა ექნებათ

„ქართულ ოცნებას“, აბსოლუტური რწმენა ჩამოუყალიბდა, რომ მისი ამომრჩეველი არის ხალხი, რომელიც სულაც არ არის კმაყოფილი საქართველოს აშშ-სთან მეტი ინტეგრაციით, არ არის ვაქცინაციის მომხრე, არ არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე. ამიტომ, „ქართული ოცნება“ რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს ამ თემებზე, მათ ჰგონიათ, რომ მეტი ელექტორალური მხარდაჭერა ექნებათ, რადგან რუსეთისკენ გადახრილ, შიშებით შეპყრობილ, რეტროგრადული ამომრჩეველთა გულებს მოიგებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის ძალებს შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოაწერეს ხელი. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მოცემული ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას საკმარის ინფორმაციას არ აწვდის.

„როდესაც მსგავსი ხელშეკრულება 2016 წელს, ჩემი მინისტრობის დროს გავაფორმეთ, იმ ხელშეკრულებაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ, რა პრინციპების დაცვით განხორციელდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. სამწუხაროდ, ხელისუფლება დაზუსტებით არ გვეუბნება რაზეა საუბარი ხელშეკრულებაში. უფრო მეტი გავიგეთ ბატონი ოსტინის განცხადებებიდან, მაგრამ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ვერ დაჯდება რომელიმე სტუდიაში და 2 საათის განმავლობაში ამ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ეს არის ქართული მხარის გასაკეთებელი.

წარმოუდგენელია, ასეთი უმძიმესი საერთაშორისო კრიზისის, სკანდალების პირას მყოფი ხელისუფლება არ სარგებლობდეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტით, თუნდაც ელექტორალური თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს ვიზიტი როგორ გაშუქდებოდა. ხომ შეგიძლიათ ზუსტად დაინახოთ კადრებით რა მოხდებოდა?“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დამატებით განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭებინა ამ ვიზიტისთვის.

„ერთი ის, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც ეს ვიზიტი განხორციელდა, საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დიპლომატიური წარმომადგენლობა ნატო-ში დახურა და დაასრულა ამ სამხედრო ბლოკთან ურთიერთობის კიდევ ერთი ეტაპი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კეთილმეზობლობით და კარგი მიზნებით არ არის გამოწვეული.

მეორე - საუბრები 3+3-ის ფორმატზე, რომელიც უკიდურესად სახიფათო და საშიშია საქართველოსთვის. ამ ფონზე ქვეყანაში ჩამოდის აშშ-ის თავდაცვის მდივანი. მას საქართველოში ძალიან კონკრეტული მიზანი, ამოცანა და გზავნილი ჰქონდა. ეს ვიზიტი ასევე განხორციელდა კიევსა და ბუქარესტში, რადგან უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხო ტერიტორიად უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა