ვეტერანის დღეს დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვიგონოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენი დაღუპული მებრძოლების ოჯახებს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ დიად სულებს", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მოგვიანებით, კობა კობალაძე, თბილისი მოლში, ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა და ვეტერანთა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს; დღეისათვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული.

ცნობისთვის, საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა