კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ იმსჯელეს

კულტურის კომიტეტის ორგანიზებით სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს 6 ქალაქში, არსებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე პილოტი სკოლების შექმნისა და ეროვნული სახელოვნებო სკოლის 2021-2027 წწ. ხედვაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში კულტურის კომიტეტის წევრების გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„პირველ ამოცანად მიგვაჩნია, ვიმუშაოთ სახელოვნებო პედაგოგის სტატუსის აღდგენაზე და სკოლაში სახელოვნებო პედაგოგის დაბრუნებაზე, რაც ნომერ პირველი პრობლემაა. ამის შემდეგ გადავალთ უკვე სხვა ეტაპზე - რეფორმისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე", -განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა