ავსტრიის პრეზიდენტი - მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა

როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ კვირას გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მემორანდუმის შესაბამისად მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ტიროლის ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესა და ტიროლის ფედერალურ მიწებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. დოკუმენტს ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა ხელი სწორედ ციხელაშვილის ვიზიტის დროს მოაწერა“, - აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა