ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას - „ფორუმი 2000“-ს დაესწრო, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) დამფუძნებელ პრეზიდენტს კარლ გერშმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის კარლ გერშმანს მადლობა გადაუხადა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა, მსოფლიო პატრიარქმა და დალაი ლამამ მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.