ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე რეგიონებისთვის 40 მლნ ლარი გამოიყო

ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლები 40 მილიონი ლარს 3 სახელმწიფო სააგენტო მიიღებს. პირველ ეტაპზე გვაქვს 4 საპილოტე რეგიონი - კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. 2021-2022 წლებში 20 მილიონი ლარის მიმართვა მოხდება „სოფლის განვითარების სააგენტოში“, ასევე 16 მილიონ 200 ათასი ლარი „აწარმოე საქართველოში“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში“ 3 მილიონ 430 ათასი ლარი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან ფართოა ის აქტივობები, რომელიც მხარდაჭერილი იქნება აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსებას მიიღებს სამი სახელმწიფო სააგენტო: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

ჩატარებული კონკურსის შედეგად, საპილოტე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესთან ან სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ სააგენტოებს გადაეცემათ:

  • ა(ა)იპ„სოფლისგანვითარებისსააგენტოს“ - 2021 წელსარაუმეტეს 2 939 884 ლარი, ხოლო 2022 წელს - არაუმეტეს 17 060 116 ლარი (ჯამში - 20 მილიონი);
  • სსიპ„აწარმოესაქართველოში“ - 2022 წელსარაუმეტეს 16 200 000 ლარი;
  • სსიპ„საქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიებისსააგენტოს“ - 2021 წელსარაუმეტეს 130 000 ლარი, ხოლო 2022 წელს - არაუმეტეს 3 300 000 ლარი (ჯამში - 3 430 000 ლარი).

„სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა ითვალისწინებს საპილოტე რეგიონებში ახალი და არსებული საწარმოების განვითარების, მოდერნიზაციის, გაფართოვების მხარდაჭერას. ასევე, დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მანქანა-დანადგარების, ინვენტარის შეძენის, შესაბამისი სამშენებლო სამუსაოების დაფინანსება და განხორციელება. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდება პროექტები, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტების დივერსიფიკაციას, ექსპორტის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შექმნას,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, კონკურსში გამარჯვებული სააგენტოების პროგრამები ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას პროდუქტის ლიცენზირებასა და სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვაში, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში; აუცილებელი ფინანსურ მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ბიზნესის წამოწყების ანდა არსებულის გადაიარაღებისათვის, ინოვაციური ანდა მაღალტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსებას და სხვა

საპილოტე რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას და საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

კონკურსში წარდგენილი განაცხადები საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ შეარჩია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა