ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 40 ხმა, „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს კი 33 ხმა მოემატა.
აღნიშნული ორი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი, 18 ხმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ მოემატა.
გადათვლის შედეგად დამატებული ხმების რაოდენობა სხვა შემთხვევებში ასე გადანაწილდა:
გირჩი - 2 ხმა.
დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1
ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის - 14
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:გირჩი - მეტი თავისუფლება - 3
ლელო - 3
მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელი - 6
გახარია - საქართველოსთვის - 9
რაც შეეხება გადათვლის შედეგად დაკლებული ხმების რაოდენობას, ამ შემთხვევაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ -14, „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“ კი 37 ხმა დააკლდა.
სხვა შემთხვევებში გადათვლის შედეგად დაკლებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 10
ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1
გირჩი - 24
დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 2
ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის - 4
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება -1
ლელო - 5
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2
გახარია საქართველოსთვის - 17
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე კი მცირედით არის მონაცემები შეცვლილი.