ელისო ბოლქვაძე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე, სახელოვნებო განათლების რეფორმებზე ისაუბრეს, რომელიც კომიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს.

„პრეზიდენტს ვთხოვე, მხარი დაეჭირა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალისთვის, რომელიც 2022 წლის ივლისში გაიმართება და მან თანხმობა განაცხადა ფესტივალის პატრონაჟზე. ის ასევე მხარს უჭერს სახელოვნებო განათლების რეფორმას", -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მონაკოს პრინცთან ნორჩი ქართველი მუსიკოსების კონცერტზე, რომელიც მომავალი წლისთვის იგეგმება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა