კულტურის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი კომიტეტმა რამდენიმე ხნის წინ წამოსწია. მისივე თქმით, კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა პირველადი კვლევა, მოხდა პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგი ნაბიჯები დაიგეგმა.
კომიტეტის წევრის, ხათუნა კვიციანის განცხადებით, ახლა უკვე მნიშნელოვანია შეიქმნას ექსპერტების ჯგუფი, რომელიც არსებული კრიზისიდან გამოსავალს შეიმუშავებს.
„იმისათვის, რომ ეს კვლევა დაფინანსდეს, დაიწყო დონორების მოძიების პროცესი. სასიამოვნოა, რომ USAID-ის წარმომადგენლები ამ საკითხით დაინტერესდნენ და პრობლემის გადაწყვეტაში გვერდით გვიდგანან", - განაცხადა ხათუნა კვიციანმა.