მეორე ტური დემოკრატიულ ქვეყანაში მისასალმებელია და არა დასაძრახი, სირცხვილი 80 პროცენტით გამარჯვება იქნებოდა, სხვათაშორის ეს 50%-იანი ბარიერი ჩვენი შემოღებულია, რის შემდეგაც გახდა მეორე ტურები შესაძლებელი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების’’ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველ რიგში ვულოცავ ქვეყანას არჩევნების მშვიდობით დასრულებას, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველა არჩევნების შემდეგ ჩვენ ველოდებით არეულობას, რითაც მოსახლეობა ძალიან დაიღალა და როგორც იქნა ისეთი ვითარებაა, სადაც აქციები არ არის და იმაზე არ ვფიქრობთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახიშვილის თქმით, „მეორე ტურები დემოკრატიულ ქვეყანაში დასაძრახი კი არ არის, მისასალმებელია”.
„სამწუხარო მოვლენა იქნებოდა დღეს რომ საქართველოში ყველა ოლქში მმართველ პარტიას 80 პროცენტით გაემარჯვა, აი ეს იქნებოდა ნამდვილად სირცხვილი და არ იქნებოდა დემოკრატია და სხვათა შორის ეს 50 - პროცენტიანი ბარიერი ჩვენი შემოღებულია, რის შედეგადაც გახდა მეორე ტურები შესაძლებელი”, - განაცხადა კახიშვილმა.