Edison Research-ის ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კი კახა კალაძეს 44%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათისთვის პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 46% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 33%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა:

"საქართველოსთვის" - N25 - 6%;

"ევროპული საქართველო" N2 - 2%;

"ლელო N9" - 2%;

'გირჩი - მეტი თავისუფლება" N45 - 2%;

"მესამე ძალა N1" - 1%;

"მოქალაქეები N7" - 1%;

"პატრიოტთა ალიანსი" N8 - 1%;

"ლეიბორისტული პარტია" N10 - 1%;

"დროა "N32 - 1%;

"გირჩი" N36% - 1%;

"მოძრაობა ხალხისთვის" N48 - 1%.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისში, პროპორციულ ნაწილში პარტიების მხარდაჭერას, 20:00 საათისთვის მათი მაჩვენებელი ასეთია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" N41 - 41%;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" N5 - 31%;

"საქართველოსთვის" - N25 - 7%;

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - N45 - 5%;

"ლელო" N9 - 3%;

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" N7 - 2%;

"მოძრაობა ხალხისთვის" N48 - 2%;

"გირჩი" N36 - 2%;

"დროა" N32 - 2%;

"ევროპული საქართველო" N2 - 2%

"ლეიბორისტული პარტია" N10 - 1%;

"მესამე ძალა" N1 - 1%.

რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევნებს, Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, კახა კალაძეს ხმების 44% აქვს, ნიკა მელიას - 40%, გიორგი გახარიას კი 7%.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმების პროპორციული გადანაწილება კი ასეთია:

ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 5%; თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 1%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ​N23 - 1%.

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა