29 სექტემბერს, 10:30 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ბრიფინგს გამართავს, სადაც 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარმოადგენს.
მის: აღმაშენებლის 73 (ილიას ბაღი, ტერმინალის სამუშაო სივრცე)
საკონტაქტო: მაია ბიწაძე - 599 220 446
29 სექტემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.
29 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ გლდანის ნაგავსაყრელზე აქცია-პერფომანსს - „ნაგვით სავსე უბნები“ გამართავს.
მის: გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ (გლდანის ციხე)
საკონტაქტო: 599437403
29 სექტემბერს, 12.00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მოციგურავეების შედეგებთან დაკავშირებით სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, სეოკ-ში ზამთრის სპორტის სახეობების კურატორი მამუკა ხაბარელი და ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: მაჩაბლის 11
საკონტაქტო პირი: თეონა ომანაძე 599 58 00 01
29 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არჩევნებში მონაწილე პარტიის, „მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის სოსო შატბერაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: წინასაარჩევნო ვითარება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57;
საკონტაქტო: 593 53 45 24
29 სექტემბერს, 12:30 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს და წინასაარჩევნო კამპანიას შეაჯამებს.
მის: კოსტავას 21
საკონტაქტო: 593 55 55 76
29 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: 2022 წლის პირველი იანვრიდან, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტზე გადასვლის პროცესი.
მის: ჯანდაცვის სამინისტრო, მეოთხე სართული, ბრიფინგის ოთახი.
საკონტაქტო: თათია წერეთელი 599499004
29 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
29 სექტემბერს, 14:00 საათზე, აუდიტის სამსახურთან „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატის ისანში, ბესიკ დონაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სისხლიანი ბანერები მის: აუდიტის სამსახურის, „ისნის“ მეტროს უკან
საკონტაქტო: თორნიკე კობახიძე 591994596
29 სექტემბერს, 15.00 საათზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი მერობის კანდიდატის შტაბში ბრიფინგს გამართავს.
მის: რესპუბლიკის მოედანი
29 სექტემბერს, 16:00 საათზე, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარს და ვაქცინებისთვის სპეციალური გადამზიდავ ტრანსპორტს გადასცემს.
მის.: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კახეთის გზატკეცილი, #99.
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103