აკაკი ბობოხიძე - "ქოცობა“ რომ მენტალური პრობლემაა და არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება, გიორგი გახარიას გუშინდელმა გამოსვლამ კარგად დაადასტურა

„ქოცობა“ რომ მენტალური პრობლემაა და არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება, გიორგი გახარიას გუშინდელმა გამოსვლამ კარგად დაადასტურა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„უტიფრობა, ტყუილი, გუშინდელი ნათქვამის დავიწყება და დღეს საწინააღმდეგოს თქმა - ეს არის ის მახასიათებლები, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილ თუ მოქმედ წევრებს ახასიათებთ. ბატონი გახარია არსობრივად არაფრით განსხვავდება კობახიძისაგან, რომელმაც უტიფრად უარყო, რომ 20 ივნისს შედგა შეთანხმება მასსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

გახარიას დაავიწყდა, რომ თვითონვე დაადასტურა ამ შეთანხმების შესახებ. ასევე, გავიხსენებ მაგალითს, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ბატონი გახარია ასევე უტიფრად გვიმტკიცებდა, რომ კახი კალაძეს არ შეხვედრია. მე ამ შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემაა ტყუილის უტიფარი ტირაჟირება, როდესაც რაღაცას უტიფრად აცხადებ, როდესაც იცი, რომ 2-3 საათში შეიძლება საწინააღმდეგო დადასტურდეს და კახი კალაძემ სწორედ საწინააღმდეგო დაადასტურა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მან ასევე მედიას მიმართა თხოვნით, რომ 2019 წლის 20 ივნისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაკეთებული კომენტარები ამოეღოთ.

„თქვენ აღმოაჩენთ, რომ დიახ, ეს შეთანხმება შედგა და ბატონმა გახარიამ და, სამწუხაროდ, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა, ბახტაძემ, შეთანხმების დაცვა ვერ მოახერხეს და შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, როდესაც ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ კარებთან და დაცვის პოლიციას უთხრეს, რომ შეთანხმების შესაბამისად, მზად იყვნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, დაიწყო მოქალაქეთა დარბევა და გახარიას, მიუხედავად იმისა, უარყოფს ამას ახლა თუ არა, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობაც და პასუხის გაცემაც, თუ ვინ გასცა ბრძანება რეალურად 20 ივნისის დარბევაზე.

ამ შეთანხმების საფუძველზე მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ მისი ხელისუფლების ხელწერა არ იყო დარბევა, გაზი და რეზინის ტყვიები. ამ განცხადებიდან ზუსტად 1-2 წუთში მშვიდობიან მომიტინგეებზე გაზის ხელყუმბარებისა და რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო. იმ წუთისთვის პოლიციასა და მომიტინგეების მცირე ნაწილს შორის დაპირისპირება უკვე შეწყვეტილი იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო, გაზი და რეზინის ტყვიები მიმართული იყო პარლამენტიდან შორს, ერთმანეთთან მოსაუბრე მომიტინგეების წინააღმდეგ და პირველი ტალღა არ იყო მიმართული იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში მიიღო მონაწილეობას. პირდაპირი სროლა დაიწყო მაშინ, როდესაც პოლიცია როლებში შეიჭრა.

იმედი მაქვს, რომ 2 ოქტომბერს მოსახლეობა უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას“ და „ქოცურ“ მენტალიტეტს, უტიფრობას, ტყუილს და ნებისმიერ პარტიას, რომელიც თავის მოქალაქეებს ატყუებს“, - აღნიშნა ბობოხიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა